ახალი ამბები

შიდა ქართლში შემოწმებული 42 პირიდან ნარკოტიკული თრობა 24-ს დაუდასტურდა

შიდა ქართლში გასულ თვეში შემოწმებული 42 პირიდან, ნარკოტიკული თრობა 24-ს დაუდასტურდა.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილი პირების უმრავლესობა 24-44 წლის ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცია.

“შიდა ქართლში შემოწმდა 18-24 ასაკობრივი ჯგუფის 2 კაცი, მათგან ნარკოტიკული თრობა არცერთს არ დაუდასტურდა”, – განმარტავს შსს.

გასულ თვეს საქართველოს მასშტაბით სულ 404 პირი შემოწმდა, მათგან 277-ს დაუდასტურდა ნარკოტიკური თრობა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.