ახალი ამბები

რატომ ვერ იწყება გზების მოწესრიგება ხაშურში – მერიის განმარტება

ხაშურში მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მერია განმარტავს, რომ უწყება წყლის და კანალიზაციის პროექტის დაწყებას ელოდება.

“ხაშურში ქუჩების უმეტესი ნაწილი პრობლემურია, მაგრამ რეაბილიტაციას ვერ ვატარებთ, რადგან ველით წყლისა და კანალიზაციის პროექტის დაწყებას, რაც მერე აუცილებლად გამოიწვევს ქუჩების გადათხრას. შესაბამისად, სახელმწიფო რესურსის რაციონალიზაციის მიზნით, ვერ ვაკეთებთ ამ ეტაპზე. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს”, – ამბობს ნინო სუხიაშვილი ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით კი, ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის მიმდინარეობს საერთაშორისო ტენდერი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია მიმდინარე წლის დეკემბერში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი