ახალი ამბები

მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კასპელი მხატვრის ქეთევან კოპაძის გამოფენა მოეწყო

კასპის გიორგი ხორგუაშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ქალთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა.

კასპის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანების ცნობით, გამოფენის 14 მონაწილიდან 13 -ის ნამუშევრები პირველად გახდა ცნობილი დამთვალიერებლებისთვის.

“მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტში გამართული ღონისძიებების კვირეული დასრულდა, რომელშიც ხუთივე მუზეუმი მონაწილეობდა. გამოფენის მონაწილეებიდან ყველაზე უმცროსი ქალაქის N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ქეთევან კოპაძე იყო”, – აცხადებენ გაერთიანებაში.

გარდა ამისა, სასირეთის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმებში, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მუზეუმში მოეწყო გამოფენები საოჯახო ალბომებიდან.

კავთისხევში ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში „ლხინი სოფლად”, მონაწილეობდა კულტურის დაწესებულებების გაერთიანებასთან არსებული აღაიანის სასოფლო კლუბის ხალხურ საკრავთა ანსამბლი “თხოთი”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.