ახალი ამბები

შიდა ქართლში მობილური იუსტიციის სახლი 23-27 მაისს იმოძრავებს

შიდა ქართლში მობილური იუსტიციის სახლი 23-27 მაისს იმოძრავებს. სამინისტროს ინფორმაციით, მობილური იუსტიციის სამუშაო საათები არის 10:00-დან 17:00 საათამდე.

“იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450 მომსახურებას სთავაზობს. „მობილური იუსტიციის სახლის“ დახმარებით კი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ყველა ამ სერვისს სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ. ეს  მათ როგორც დროის, ისე ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება”, – აცხადებენ სამინისტროში.

  • 23 მაისს მობილური იუსტიციის სახლი სტუმრობდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკს.
  • 24 მაისი – წაღვლი (ხაშური);
  • 25 მაისი – ელბაქიანთკარი (ქარელი);
  • 26 მაისი – ქვემო ბოშური (გორი);
  • 27 მაისი – ქვემო ჭალა (კასპი);
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.