ახალი ამბები

ხაშურში ყირიმ-კონგოს ვირუსით ინფიცირებული თბილისში გადაიყვანეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს 1 შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სოფელში, სადაც ეს შემთხვევა გამოვლინდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

“ვირუსი 40 წლამდე ქალს დაუფიქსირდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცხელებით მიმართა ხაშურის გორმედის საავადმყოფოს, რის შემდეგაც გადაიყვანეს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, ამჟამად ქალი თავს კარგად გრძნობს”, – განმარტავს ხაშურის ჯანდაცვის ცენტრი.

როგორც ცნობილია, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია. ენდემური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში.

ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები