ახალი ამბები

ქარელში ტომრების საქსოვი საამქრო გაქურდეს

ქარელის მუნიციპალიტეტში ტომრების საქსოვი საამქრო გაქურდეს. დანაშაულში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შემდეგ, საქმემ ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადაინაცვლა.

“დილის საათებში ი.ლ-მ უკანონოდ შეაღწია ტომრების საქსოვ საამქროში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ტომრების საქსოვი დანადგარების 7 ცალ ძრავს, ასევე გატეხა საამქროში განთავსებული სეიფი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ძაფის სახვევ და დასართ ინსტრუმენტებს, ძაფის გამანაწილებელ დანადგარებს”, – განმარტა პროკურატურამ.

არსებული ინფორმაციით, ქურდობის შედეგად საამქრომ 20 700 ლარის ოდენობის ზარალი მიიღო.

საქმე მოსამართლე ირმა გოგალაძემ განიხილა, რომელმაც ბრალდებულს 5 წლიანი გამოსაცდელი ვადა და 7 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.