ახალი ამბები

ქორდში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება

გორის მუნიციპლიტეტის სოფელ კარბში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლი არ მიეწოდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ორ კვირაზე მეტია სოფელში წყლის მოტორი დაიწვა, რის გამოც 90 – ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

“აღდგომის შემდეგ წყალი არ მოგვეწოდება, მოტორი დაიწვა, რომელიც თავისდროზე გაეროს პროექტის ფარგლებში გაკეთდა. 90 – ზე მეტი ოჯახი სასმელი წყლი არ გარეშე ვართ დარჩენილი”, – ამბობს ირმა ლომიძე.

“მოზაიკა” გორის მერის მოადგილეს თამაზ შიოშვილს ესაუბრა, შიოშვილი ამბობს, რომ წყლის მოტორი შესაკეთებლადაა და პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

“მე ვესაუბრე მოსახლეობას, ვიცი ამ პრობლემის შესახებ.წყლის მოტორი მოხსნილია და თბილისშია წაღებული ხელოსანთან. თუ ვერ შეკეთდა ახალს დავამონტაჟებთ. თბილისიდან ველოდებით პასუხს”, – ამბობს შიოშვილი.

დატოვეთ კომენტარი