ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში 16-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა

ერთი წლის მონაცემებით, ქარელის მუნიციპალიტეტში 16-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა, აქედან ერთმა მოსწავლე მუშაობის დაწყების გამო შეიჩერა მოსწავლის სტატუსი, 15 კი, მშობლის მოთხოვნის საფუძველზე გაირიცხა.

“საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა სწავლის შეწყვეტა ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე არ გააგრძელებს სწავლას საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სწავლის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება”, – განმარტავს განათლების სამინისტრო.

უწყების განმარტებით, ქარელში პროფესიულ სასწავლებელში სწავლა არცერთ მოსწავლეს არ გაუგრძელებია.

დატოვეთ კომენტარი