სტატიები

დაბინძურებული ჰაერი კასპში – მიზეზები და შედეგები

“კასპში ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია, უამრავი ადამიანი დაავადდა უკვე”, – ამბობენ კასპელები, რომლებიც წლებია ქალაქში ჰაერის დაბინძურების გამო ჩივიან და ცემენტის ქარხანას ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი, ნათელა თათარაშვილი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები, სწორედ ცემენტის ქარხნის არასწორად მუშაობის გამო შეექმნა.

“გაუსაძლისი მდგომარეობა ღამის საათებშია, როცა ფილტრები ითიშება და ქარხნის მუშაობაც მეტ ხმაურს იწვევს. აღნიშნულ პრობლემაზე მრავალჯერ შევხვდი ქარხნის მენეჯმენტს და მუნიციპაიტეტის ხელმძღვანელობას, თუმცა შედეგი დღემდე არ არის”, – ამბობს ნათელა თათარაშვილი.

კასპის საკრებულოს, ოპოზიციონერი დეპუტატის, ოთარ ქოსაშვილი ამბობს, რომ კასპში ჰაერის ხარისხი პერიოდულად მოწმდება, თუმცა მისი თქმით, შედეგები ყალბდება.

“კასპის დაბინძურება ადვილად შესამჩნევია, რისი გამომწვევი მიზეზიც “ჰაიდელბერგცემენტი” და მათი ე.წ. ცემენტაოზებია, რომლებიც არ ირეცხება”, – ამბობს ოთარ ქოსაშვილი.

ადგილობრივები ჰაერის დაბინძურების გამო პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ასეთი პროტესტის დროს, კომპანიის “ჰაიდელბერგცემენტი” და კასპის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ქარხნის ხელმძღვანელობას უნდა შეეკეთებინა გზა, ფარნავაზის ქუჩიდან უნდა გაეყვანა სატვირთო მანქანები და ქარხნის ტერიტორიიდან სუფთა მანქანები გამოეყვანა.

“კომპანიამ მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებებულებები, ნაწილობრივ შეასრულა, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა ნაწილი ვალდებულებების შესრულება, ქარხნის ტერიტორიახე არც სამრეცხაოს მოწყობის სამუშაოები დაწყებულა”, – ამბობენ ადგილოვრივები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.