ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში 2 უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხაშურის მუნიციპალიტეტში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა. ​

“აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს დაბა სურამსა და ხაშურის მუნიციპალიტეტში. დაბა სურამში მოქალაქეს საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 2 ერთეული წაბლის სახეობის დაუფირნიშენელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), სოფელ ალში კი, საამქროს ტერიტორიაზე – 2 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მორი”, – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.