ახალი ამბები

„მარო მაყაშვილის დღიური“- გორში მაჩაბლის თეატრი სპექტაკლს გამართავს

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრში ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრი სპექტაკლს გამართავს.

მარო მაყაშვილის დღიურები, – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლითაც მაჩაბლის თეატრი გორელი მაყურებლის წინაშე წარსდგება.

“13 მაისს, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გასტროლით გორის თეატრში ითამაშებს”, – წერს გორის ტეატრის ადმინისტრაცია.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.

დატოვეთ კომენტარი