ახალი ამბები

ვის შეუძლია ხაშურის მერიის უფასო კვების პროგრამით სარგებლობა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია უფასო კვების პროგრამისთვის წელს 170 000 ლარს ხარჯავს. უწყების განმარტებით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს და შშმ პირებს

“უფასო კვების პროგრამით სარგებლობა იმ ბენეფიციარებს შეუძლიათ, რომელთა ოჯახიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და აქვთ სარეიტინგო ქულა 0-70 000-მდე, ასევე მარტოხელა უმუშევარ პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს”, – განმარტავს მერია.

მათივე ცნობით,უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 185 ბენეფიციარისა.

დატოვეთ კომენტარი