ახალი ამბები

გორში, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო სამი პირი დაჯარიმდა 

გორში, 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო სამი პირის მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდა, ამის შესახებ “მოზაიკას” შსს -ში უთხრეს. 

“სამი პირის მიმართ გატარდა ადმინისტრაციული ზომები საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო”, – ამბობენ შსს-ში. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, სამივე პირს დაეკისრა ჯარიმა. 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების პირველ შემთხვევაში სამართალდამცავები მოქალაქეს აფრთხილებენ, განმეორებით შემთხვევაში კი ათასი ლარით დაჯარიმებაა გათვალისწინებული.

ინფორმაციისთვის, 9 მაისს გორში, კომუნისტური პარტიის ლიდერმა და მხარდამჭერებმა სტალინის სახლმ-მუზეუმის მიმდებარედ წითელი დროშები და საბჭოთა სიმბოლიკები გამოფინეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.