ახალი ამბები

ქარელი-ხაშურის მაჟორიტარის ცოლმა 250 000-ლარიანი ავტომობილი იყიდა

ქარელის და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ დუგლაძის მეუღლემ 250 000 ლარიანი მერსედესის მარკის ავტომობილი იყიდა. ამის შესახებ, ინფორმაცია დუგლაძემ ქონებრივ დეკლარაციაში ასახა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ეკატერინე დუგლაძის სახელზეა მილიონ ნახევრად შეფასებულ სახლი თბილისში, ლისი ვერანდაზე, რომელიც მან 2017 წელს შეისყიდა.

თავად ზაალ დუგლაძის სახელზე დარეგისტრირებულია 8 მიწის ნაკვეთი ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში. ყველა აღნიშნული ნაკვეთი დუგლაძემ 2014 წელს იყიდა. მათი ჯამური ღირებულება 26 949 დოლარს შეადგენს.

დუგლაძის ანგარიშზე ფიქსირდება დანაზოგი 220 000 დოლარის და 300 000 ლარის ოდენობით. მან საქართველოს პარლამენტიდან ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 44 612 ლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ზაალ დუგლაძე ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატია 2020 წლის 11 დეკემბრიდან.

დატოვეთ კომენტარი