ახალი ამბები

ყველა ქვეყანა, რომელიც იბრძოდა, აღნიშნავენ 9 მაისს – ხინჩეგაშვილი

“ყველა ქვეყნები ასე ვთქვათ, რომლებიც იბრძოდნენ აღნიშნავენ 9 მაისს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის”, — ასე განმარტავს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, იმას თუ რატომ აღნიშნავს საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს.

“მოგეხსენებათ ეს, რვა მაისს მოხდა საღამოთი”, — ამბობს ის.

როგორც ცნობილია, ევროპული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილისა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს. 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე საბჭოთა კავშირის საზეიმო აღლუმი გაიმართა და მას შემდეგ “სამამულო ომში გამარჯვების დღე” 9 მაისს აღინიშნება.

პირველად გერმანიის მხრიდან კაპიტულაციას ხელი 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთში მოეწერა, ქალაქ რეიმსში, თუმცა იოსებ სტალინს სურდა, რომ დამარცხების დეკლარირება ბერლინში მომხდარიყო. მეორე დღეს, 8 მაისს, გვიან ღამით გერმანიამ გამოაცხადა კაპიტულაცია, საბრძოლო მოქმედებები კი შეწყდა 23:01 საათზე, ამ დროს სსრკ-ში 9 მაისი თენდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.