ახალი ამბები

მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ქარელელ ვეტერანს მერია 1000 ლარს გადასცემს

9 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ვეტერანს – 94 წლის ვიქტორ ოდიკაძეს 1 000 ლარს გადასცემს.

“94 წლის ვიქტორ ოდიკაძე მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანია ქარელის მუნიციპალიტეტიდან. 9 მაისს ქარელის მერია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 1000 ლარს ჩაურიცხავს”, – განმარტავენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გარდა ამისა, მერიის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი სახელმწიფოსგანაც მიიღებს 1 000 ლარს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი