ახალი ამბები

რომელი მუსიკოსის კონცერტს ისურვებდით გორში? – კულტურის სააგენტო მოქალაქეებს მიმართავს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ამ დღესთან დაკავშირებით გალა-კონცერტის გამართვას გეგმას და მომღერლის ან მუსიკოსის შერჩევას მოსახლეობას სთხოვს. 

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაიწყო, გორში, 26 მაისს, სხვადახვა აქტივობებით დატვირთული სივრცეები მოეწყობა.პროექტის ფარგლებში იგეგმება გალა-კონცერტიც. თქვენ რომელი ქართველი მუსიკოსის/ბენდის კონცერტს ისურვებდით გორში?”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრეცელებულ განცხადებაში. 

სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი  და კონკრეტული აქტივობების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

“გასული წლების მსგავსად დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იქნება საიტერესო. როცა დასრულდება პროცესი კონკრეტულად შეგვეძლება გავავრცელოთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ”, – განმარტავენ სააგენტოში. 

დატოვეთ კომენტარი