ახალი ამბები

ქარელში ახალგაზრდობის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება

ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 657 300 ლარია.

“ბეტონის საფარი დაზიანებულია და საჭიროებს ახალი საფარის და ბეტონის მოწყობას. მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, ეზოში შესასვლელები და მიერთებები, ასევე მოსაწყობია ტროტუარები და ბორდიურები შესაბამისი პანდუსებით. მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 780 მეტრს”, – აღნიშნულია რეაბილიტაციის პროექტში.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 3 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 24 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 91 კალენდარული დღე მიეცემა.

დატოვეთ კომენტარი