ახალი ამბები

ზუსტ სროლაში ტურნირი კასპში ჩატარდება

ზუსტ სროლაში ტურნირი კასპში ჩატარდება – ღონისძიება 8 მაისს 9:00 საათზე დაიწყება და დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

“ტურნირში გამარჯვებული და პრიოზიორი სპორტსმენებით, ასევე საუკეთესო ქულების მქონე სპორტსმენებით, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტება, რომელიც აგვისტოში პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ტურნირი საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

“შეკრების ადგილის კოორდინატებია 41.92556579583881; 44.44942836594961. ვიკრიბებით 8:00 საათზე. რუკაზე მწვანედ მონიშნული გზიდან მაღალი გამავლობის მანქანა არის საჭირო, ხოლო ყვითლად მონიშნული გზით დაბალი მანქანის მონდომებული პატრონიც მოვა”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.