ახალი ამბები

გორიჯვრის ტერიტორიაზე საგზაო უსაფრთხოების სარკეები დამონტაჟდება

გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო უსაფრთხოების სარკეები დამონტაჟდება.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის მიმდებარედ დამატებით განთავსდება სანაგვე ურნები.

“ფერდობიდან ჩამოშლილი მიწისგან გაიწმინდა წმინდა გიორგის ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და საფეხმავლო ბილიკი, მოითიბა ბალახი, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, ასევე წყლის ჭავლით მოირეცხება გზის სავალი ნაწილი. დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების სარკეები. დღესასწაულზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება სანაგვე ურნები”, – აცხადებენ სააგენტოში

დატოვეთ კომენტარი