ახალი ამბები

გორის საზოგადოებრივ ცენტრში 6 თვეში კვებითი ინტოქსიკაციის 163 შეტყობინება შევიდა 

გორის საზოგადოებრივ ცენტრში, ინფექციურ და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა შესახებ 2021 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 1 აპრილის ჩათვლით, 827 სასწრაფო შეტყობინება შევიდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საკრებულოს წარუდგინა. 

ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული შეტყობინებებიდან ნაწილი ქრონიკულ დაავადებებს ეხებოდა.

” ქრონიკული “B” ჰეპატიტი – 7, ქრონიკული “C” ჰეპატიტი -11, კვებითი ინტოქსიკაცია – 163, სოკოთი მოშხამვა – 9, დიარეა – 16, ბორელიოზი – 2, ჩუტყვავილა – 6, სიფილისი – 6, ქლამიდიოზი – 2, ცოფის რისკი – 618 შემთხვევა”, – ნათქვამია ანგარიშში. 

ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 15 შეტყობინება შევიდა ასევე ტუბერკულოზთან დაკავშირებითაც, მათი კონტაქტების მოძიებისას და ჩატარებული კვლევების შედეგად კონტაქტებში ტუბერკულოზის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 

დატოვეთ კომენტარი