ახალი ამბები

შიდა ქართლში წელს 80 ავარია მოხდა – დაიღუპა 16 ადამიანი

შიდა ქართლში 2022 წლის სამი თვის მონაცემებით 80 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაიღუპა 16 ადამიანი.

“2022 წლის პირველ კვარტალში შიდა ქართლში 80 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 16 და დაშავდა 148 ადამიანი, მათ შორის არიან არასრულწლოვნები”, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ცნობისთვის, გასული წლის მონაცემებით შიდა ქართლში 370 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 41 და დაშავდა 600 ადამიანი.

დატოვეთ კომენტარი