ახალი ამბები

გია ისიანმა საფეხბურთო კლუბში გორის “დილა” თანამდებობა დატოვა 

გორის “დილას” პროექტების მენეჯერმა, გია ისიანმა თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა გაავრცელა. 

“ჩვენი კლუბის პროექტების მენეჯერმა, ბატონმა გია ისიანმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, კლუბი მადლობას უხდის ბატონ გია ისიანს კლუბის სტრუქტურაში შექმნილი თითოეული პროექტისა და კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში, ვიმედოვნებთ, რომ იგი მუდამ დარჩება ჩვენი კლუბისა და ქალაქის ერთგულ გულშემატკივრად”, – ნათქვამია განცხადებაში. 

“მოზაიკა” გია ისიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, სამომავლო გეგმები აქვს, თუმცა სად გააგრძელებს მუშაობას, ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.

“გორში გატარებული 5 წელი ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. ძალიან კარგი ადამიანების გვერდზე მომიწია მუშაობა, ნამდვილ პროფესიონალებთან. ყველაფერი, რაც მოვასწარი და გაკეთდა გორში, პირველ რიგში ჩემი ყველა თანამშრომლის და ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა, ეს ლამაზი ქალაქის გუნდი როგორიცაა “დილა”, რა თქმა უნდა, გორი მუდამ დარჩება ჩემს ცხოვრებაში”,  – გვითხრა გია ისიანმა. 

ინფორმაციისთვის, ისიანი იკავებდა ასევე ა(ა)იპ გორის  მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “გორის” დირექტორის თანამდებობას, რომელიც 2 თვის წინ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ისიანი თანამდებობიდან გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები