ახალი ამბები

“მარო მაყაშვილის დღიური” – ერედვის კულტურის ცენტრში სპექტაკლი გაიმართება 

4 მაისს, ერედვის კულტურის ცენტრში ცხინვალის თეატრი სპეკტაკლს “მარა მაყაშვილის დღიური” გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაცია ერედვის კულტურის ცენტრმა გაავრცელა. 

“ერედვის კულტურის ცენტრი სიხარულით მასპინძლობს ცხინვალის თეატრს.წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “მარო მაყაშვილის დღიური”, – ნათქვამია ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

გოჩა კაპანაძის რეჟისორობით დადგუმული სპექტაკლი 17:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ინფორმაციისთვის, მარო მაყაშვილის დღიურების სცენური ადაპტაცია სპექტაკლის რეჟისორს, ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის. მხატვრობა ლომგულ მურუსიძეს. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თამარ გოგიძე, თინათინ კობალაძე, მაკა გელაძე, დალი დოიჯაშვილი, მადონა ტეხური, ანა ხურციძე.  

დატოვეთ კომენტარი