ახალი ამბები

ხაშურში დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის დადგმა იგეგმება 

“ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში, დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის დადგმა იგეგმება”, – ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყბის ცნობით, უკვე შექმნილია ბიუსტის პროექტის კრიტერიუმების განმსაზღვრელი და საუკეთესო ესკიზის ავტორის გამოსავლენად სამუშაო ჯფუფი.

“სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი, ასევე ჩართულნი არიან მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სამუზეუმო გაერთიანების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები”, – ამბობებნ ხაშურის მერიაში. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს გადის საქართველოს მხატვართა კავშირთან, რის შემდეგაც განისაზღვრება კრიტერიუმები ბიუსტის პროექტის შესაქმნელად და დაიწყება მუშაობა საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.