ახალი ამბები

„კასპში ავარიების რისკს შუქნიშნების და ზებრა გადასასვლელების არ არსებობა ზრდის”

კასპში ავარიების რისკს შუქნიშნების და ზებრა გადასასვლელების არარსებობა ზრდის”, – ამბობს კასპის მოსახლეობა.

ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ადგილზე, სადაც დასუფთავების მანქანა მოხუცს დაეჯახა, არ არის არც “ზებრა” გადასასვლელი და არც შუქნიშანი.

“მერიის წინ არის სკოლაც. სწორედ ამ ადგილას დაეჯახა დასუფთავების მანქანა ქალს, რომელის დაიღუპა. ამ ტერიტორიაზე არ არის “ზებრა გადასასვლელი” და არც შუქნიშნები, სადაც ბავშვებს შეეძლებათ გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილება. ქალაქში ეს საკითხი მოუგვარებელია”, – ამბობს კასპში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.

ინფორმაციისთვის, 27 აპრილს კასპში დასუფთავვების სამსახურის დასუფთავების მანქანა მოხუც ქალს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.