ახალი ამბები

ხაშურთან 2 ავარია მოხდა – დაშავდა 13 წლის ბავშვი

აღდგომის დღეს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტში.

სოფელ გომთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა 13 წლის ბავშვი და მისი ბებია.

“ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს ორივე დაშავებული, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ავარია მოხდა სოფელ ნაბახტევთან. შემთხვევის შედეგად 37 წლის ზესტაფონელი ქალი დაშავდა.

“თბილისში გადაიყვანეს, რადგან ადგილზე მკურნალობა ვერ მოხერხდა, ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული”, – განმარტავენ კლინიკაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.