ახალი ამბები

„არკადი კასრაძის სამძიმარზე ხელისუფლებიდან არავინ მისულა”

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ერგნეთელ არკადი კასრაძეს 26 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ოჯახის ახლობლების თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებიდან სამძიმრის სათქმელად ამ დრომდე არავინ მისულა.

“არკადს ხვალ მივაბარებთ მშობლიურ მიწას, საგვარეულო სასაფლაოზე. ის სამხედრო პატივით დაიკრძალება. ამ დრომდე ხელისუფლებიდან არავინ მოსულა სამძიმრის სათქმელად”, – ამბობს გიორგი კასრაძე.

ინფორმაციისთვის, არკადი კასრაძე უკრაინის ომში 2 აპრილიდან იბრძოდა. 16 აპრილს კი, შეტაკებებისას გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილები.

დატოვეთ კომენტარი