ახალი ამბები

სეტყვა გორის მუნიციპალიტეტში – მოსახლეობა ზარალს ითვლის

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სეტყვა მოვიდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

“ტყვიავში იყო სეტყვა, ჯერ არ ვიცით რა დონეზე გააფუჭა მოსავალი”, – ამბობს ტყვიავის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

გარდა ამისა, სეტყვის შესახებ იტყობინება მოსახლეობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან, ფლავიდან და ტირძნისიდან.

დატოვეთ კომენტარი