ახალი ამბები

გორში გაჭირვებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებსა და შშმ პირებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტები გადასცა, -ამის შესახებ ინფორმაცია გორის მერიამ გაავრცელა.

უწყების ცნობით, ნობათი გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დარიგდა.

“მერიის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ უსახლკარო ოჯახებს გორის მერის მოადგილეებმა პირადად მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და დღემდე მოსახლეობის დასახმარებლად, არაერთი აქცია განახორციელა”, –ამბობენ მერიაში.

დატოვეთ კომენტარი