ახალი ამბები

ქოცობას აწყობს, რომ მხოლოდ “მოლარე ლეილა” იყოს დამნაშავე – ბასიშვილი

პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაბა” შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ შეუძლებელია ბიტკოინების საქმესა და ნახევარი მილიონი ლარის მოპარვაში, მხოლოდ ერთი ადამიანი ფიგურირებდეს. ბასიშვილი ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას ცალკეული ადამიანების გაწირვა ურჩევნია, ვიდრე ხელისუფლების დათმობა.

“წარმოუდგენელია გორის მერიაში ბიტკოინების მაინერები, მხოლოდ ერთ ადამიანს დაემონტაჟებინა, მარტო მას სცოდნოდა და წლები ემუშავებინა. ასევე შეუძლებელია, მხოლოდ ფინანსურ მენეჯერს მოეპარა ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი. გორის მერიის ჩართულუბაა + დამონებული შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც ხელს აფარებდა ამდენი ხანი”, – ამბობს ბადრი ბასიშვილი.

ბასიშვილის აზრით, გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობას ყოფილ ხელმძღვანელებს ვერ დააკისრებენ, რადგან მათ “ქართულ ოცნებას” “ბევრი შავი საქმე გაუკეთეს”.

“ვერც გორის ყოფილ მერს, კოტეს დაიჭერენ და ვერც კაპანაძეს, რადგან ბევრი შავი საქმე გაუკეთეს ორივემ და კიდევაც თქვეს, რომ ბევრ რამეს იტყვიან თუ მათ დაიჭერენ. წლებია უამრავი ადამიანი ყავდათ ა(ა)იპ-ებში გაფორმებული, რომლებსაც სხვადასხვა დავალებებზე იყენებდნენ ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ, ბიუჯეტის ფულით ინახავდნენ, ასევე კორუფციის ბევრი ელემენტი იციან, ამიტომ აწყობს ქოცობას მხოლოდ ,, მოლარე ლეილა” იყოს დამნაშავე”, -წერს ბასიშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.