ახალი ამბები

ქვახვრელში კოტეჯის ასაშენებლად 21 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯება 

სოფელ ქვახვრელში კოტეჯის ასაშენებლად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 

25კვ.მ კოტეჯის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 150 ლარია გათვალისწინებული. 

გორის მერიაში ამბობენ, რომ კოტეჟი ერთ-ერთი ოჯახისთვის შენდება. 

“აღნიშნული კოტეჯი უნდა აშენდეს ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი, მსგავსი კოტეჯები რამდენიმე ოჯახისთვის ადრეც აშენდა”, – განმარტავენ მერიაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაობი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი