ახალი ამბები

კაპანაძემ კულტურის სააგენტოში თანამდებობა 1 თვის წინ დატოვა

გელა კაპანაძემ გორის მუნიციპალიტეტისა და ტურიზმის სააგენტოში თანამდებობა დატოვა. 

აღნიშნულ ა(ა)იპ-ში ის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციას იკავებდა. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, კაპანაძე სააგენტოდან ერთი თვის წინ წავიდა, ამავე პერიოდში დატოვა ხელმძღვანელის თანამდებობა დავით წეწვაძემაც, მის ადგილას კი ზურაბ ილურიძე დაინიშნა. 

გელა კაპანაძე აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვაველის პოზიციას 4 წლის განმავლობაში იკავებდა, მან ეს თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა და მის ადგილას დავით წეწვაძე დაინიშნა, რომელიც ამავე სააგენტოში კულტურის ცენტრის მენეჯერად მუშაობდა. 

“მოზაიკა” შეეცადა გელა კაპანაძესთან დაკავშირებას, თუ რატომ დატოვა სააგენტო, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.