ახალი ამბები

ბუღალტერმა, რომელსაც თანხის გაფლანგვას ედავებიან, თანამდებობა დატოვა

კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღატერმა, რომელსაც თანხის გაფლანგვას ედავებიან, სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

აღნიშნული სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, ლ.წ.-ს ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან. 

“განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ და სააგენტომ დააკმაყოფილა”, – უთხრეს “მოზაიკას” სააგენტოში. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე იძიებს, რიცხავდა თუ არა ბუღალტერი ბიუჯეტის თანხას ორი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ანგარიშებზე. 

საქმეზე გამოძიება მითვისების მუხლით დაიწყო, თუმცა სუს-ის ინფორმაციით, შესაძლოა საქმე თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ბუღალტერი გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოშიც მუშაობდა, მან აღნიშნულ სააგენტოს სამსახურიდან წასვლის განცხადება ელექტრონულად გაუგზავნა, დირექტორმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.