ახალი ამბები

გაიხსნას საზაფხულო სკოლა უკრაინელი ბავშვებისთვის – ბოლაშვილის ინიციატივა

“ეს იქნებოდა თანადგომის კიდევ ერთი ფორმა”, – განაცხადა პარტიის ”საქართველოსთვის” წევრმა გორის საკრებულოში, მაია ბოლაშვილმა, რომელმაც დეპუტატების ინიციატივით მიმართა, გაიხსნას საზაფხულო სკოლა უკრაინელი ბავშვებისთვის.

“ეს მათთვის იქნებოდა კიდევ ერთი ფორმა თანაგომის, საკრებულოს წევრებს, ყველას მოვუწოდებ ჩაერთონ ამ საზაფხულო ბანაკის გახსნაში, დიდი იმედი მაქვს, რომ ამაში დაგვეხმარება ჩვენი უნივერსიტეტიც და პროექტის სახით წარმოგვედგინა ეს საკითხი. ეს სკოლა დაიტვირთებოდა არა მხოლოდ უცხო ენების სწავლით, არამედ საგანმანათლებლო – შემეცნებითი აქტივობებით,” – განაცხადა მაია ბოლაშვილმა.

ინიციატივა დადებითად შეაფასეს დეპუტატებმა. საკრებულოს თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნულ საკითხზე იმუშავებენ.

“აუცილებლად გავიაროთ ეს საკითხი, კარგი ინიციატიცაა და შემდგომში ვიმსჯელოთ როგორი ფორმით შეიძლება, რომ დავიწყოთ ამაზე მუშაობა”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.

დატოვეთ კომენტარი