ახალი ამბები

გორის N7 სკოლის პედაგოგმა მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიიღო

გორის N7 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მერი ბეჟუაშვილმა მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

შესაბამის ბრძანებას განათლების მინისტრმა ხელი 8 აპრილს მოაწერა.

“განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე სსიპ ზაზა ბირთველიშვილის სახელობის გორის N7 საჯარო სკოლის მასწავლებელს მერი ბეჟუაშვილს მიენიჭოს მენტორი მასწავლებლის სტატუსი”, – აღნიშნულია ბრძანებაში.

ინფორმაციისთვის, მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.

დატოვეთ კომენტარი