ახალი ამბები

საოუკუპაციო ძალებმა ახალუბნელი მამაკაცი გაიტაცეს

საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მცხოვრები მამაკაცი გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის გატაცება ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა.

“უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს” , – აცხადებენ სუს-ში.

უწყების ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

დატოვეთ კომენტარი