ახალი ამბები

გორში ახალგაზრდების სამხედრო მომზადება იწყება

გორში 14-21 წლის ახალგაზრდებისთვის სამხედრო მომზადების კურსი 1-ელი მაისიდან დაიწყება.

კურსს ა(ა)იპ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი, თავდაცვის სამინისტროს ფაფინანსებით განახორციელებს.

“ასაკზე შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება. სქესს მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენი კურსი გაიარა ასეულობით ახალგაზრდამ და არ დაფიქსირებულა მძიმე დაზიანების, ან ჩხუბის არცერთი შემთხვევა” , – აცხადებენ ლეგიონის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, შეირჩევა 30 ახალგაზრდა, რომელიც 2-თვენახევრის განმავლობაში გაივლის სამხედრო მომზადების კურსს, რომელიც მოიცავს 1 ლექციას და 8 საველე გასვლას.

​დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ლეგიონი ავრცელებს ანკეტის ელექტრონულ ფორმას და იმეილს, სადაც უნდა გაიგზავნოს შევსებული ანკეტა.

ელ.ფოსტა: legionerebi@gmail.com

ანკეტა: https://www.legionerebi.com/gori_2022.docx

დატოვეთ კომენტარი