ახალი ამბები

4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეა – გორში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართება 

მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართება. აქცია ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ორგანიზებით დაიგეგმა. 

სააგენტოში ამბობენ, რომ ლეკვების გაჩუქების გარდა,  დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. 

“სააგენტოს დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს არაერთი ღონისძიება 15:00 საათზე კი, ცხოველების მოყვარულ საზოგადოებას თავშესაფარში ვეპატიჟებით, სადაც მოეწყობა ლეკვების გაჩუქების აქცია. მსურველებს ეს დღე თავშესაფრის ბინადრებთან ერთად შეუძლიათ გაატარონ. გაასეირნონ ისინი, მიიღონ და გასცენ სითბო”, – ამბობენ სააგენტოში. 

სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის თქმით, გაჩუქების აქცია სააგენტოს ტერიტორიაზე გაიმართება, მაგრამ თუკი ლეკვები სრულდა ვერ გაჩუქდა, გორში თეატრის სკვერში გადმოინაცვლებენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.