ახალი ამბები

გორელმა სპორტსმენმა  ანტალიაში გამართულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

გიორგი ტერაშვილმა ანტალიის გრანდ სლემზე ოქროს მედლი მოიპოვა.

გორელმა სპორტსმენმა ჩემპიონატზე 73 კგ კატეგორიაში იასპარეზა, ფინალში მისი მეტოქე იტალიელი მანუელ ლომბარდო იყო.

სპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტერაშვილისთვის ეს პირველი დიდი გამარჯვებაა.

“ტერაშვილი ძიუდოს კლუბ ,,გორიჯვარის” აღზრდილია, მან თურქეთში გამართულ შეჯიბრებაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და კარიერაში პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა”, – ამბობენ სპორტის სააგენტოში.

ინფორმაციისთვის, თურქეთში გამართულ ტურნირზე საქართველოდან 9 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოსტი ასპარეზობდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.