ახალი ამბები

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში  4 სოფელში სკვერი მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში სკვერის მოწყობა იგეგმება. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზერტში, დიცში, ქვეშსა და მუმლაათკარში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებიდან მოსახლეობამ სკვერის მოწყობა შეარჩია. 

ამავე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სოფლებში უკვე არსებული სკვერებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. 

ინფორმაციისთვის, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითოეულ სოფელზე 10 -და 20 ათასამდე ლარია გათვალისწინებლი.

დატოვეთ კომენტარი