ახალი ამბები

გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა 48 მოსწავლემ შეწყვიტა

გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა 48 მოსწავლემ შეწყვიტა.

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სწავლის შეწყვეტის მიზეზი უმეტეწილად, პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება გახდა. რამდენიმე შემთხვევაში კი, მოსწავლემ სწავლის შეწყვეტის მიზეზად მუშაობის დაწყება დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ამორიცხვა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და მოსწავლის ნების საფუძველზე მოხდა.

სწავლის შესწვეტის სტატისტიკის თანახმად, სკოლიდან ამორიცხული მოსწალეებიდან საბაზისო დონე მხოლოდ, 6 მათთგანს ჰქონდა დაძლეული.

რამდენიმე შემთხვევა სამწუხარო მიზეზს უკავშირდება, მაგ: სოფელ მეჯვრისხევში ერთი მოსწავლე გარდაიცავალა, ხოლო სოფელ ზეღდულეთში ორი.

დატოვეთ კომენტარი