ახალი ამბები

ფხვენისის საჯარო სკოლა უკრაინის მხარდასაჭერად – ფოტოები

ფხვენისის საჯარო სკოლაში უკრაინისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს და შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

სკოლის დირექტორის, თინათინ მელანაშვილის თქმით, ღონისძიებიწს ფარგლებში შეაგროვეს ჰუმანიტარული დახმარება და უკრაინაში გასაგზავნად გორის მერიაში მიიტანეს.

“პატივი მივაგეთ უკრაინაში დაღუპულებს, ასევე გავიხსენეთ შინდისის გმირები, მათი მემორიალი შევამკეთ გვირგვინებით და მათ შესახებ მოსწალეებს ინფორმაცია მივაწოდეთ. ღონისძიების დასასრულს ჩავატარეთ აქცია და შეგროვდება დახმარება უკრაინაში გასაგზავნად. ძირითადად, ჰიგიენური ნივთები და ბავშთვა კვება”, – ამბობს თინათინ მელანაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.