ახალი ამბები

გორის ციხის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარის აღდგენა მიმდინარეობს

გორის ციხის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი გზის ორმოულ სარემონტო სამუშოების წარმოებას გულისხმობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გათვალისწინებული

“უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა და სამუშაოების დაწყებაც შეაფერხა. საფარის აღდგენას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა – შენახვის პირობით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს”, – განმარტავენ მერიაში

გზის დაზიანებული საფარი გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოწესრიგდება და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებისთვის დამატებითი თანხებიც გამოიყოფა.

დატოვეთ კომენტარი