ახალი ამბები

გორში „ბიტკოინების საქმეზე„ სუსი ექსპერტიზის პასუხს ელოდება

ანტიკორუფციული სამსახური, გორის კულტურის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

“დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არ არის, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი შესაბამისი მასალები და ველოდებით პასუხს”, – განმარტავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

შეგახსენებთ, რომ საქმე გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში აღმოჩენილ ბიტკოინების მაინერებს ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიტკოინების ქარხანა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 6 ათას ლარს აჭარბებდა და ჯამში ბიუჯეტმა 100 ათას ლარზე მეტი იზარალა.

აღნიშნული ამბის გახმაურების შემდეგ, თანამდებობა დატოვა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ქვათაძემ. მოგვიანებით, თანამდებობა დატოვა დირექტორმა დავით წეწვაძემაც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.