ახალი ამბები

რა გაკეთდება ატენში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. 

სარწყავი და სასმელი წყლის მოწესრიგება, სოფელში არსებული ხიდების რეაბილიტაცია და სპორტული დარბაზის მოწყობა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ეს ის პრიორიტეტული საკითხებია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. 

პრიორიტეტული საკითხებია:

  • დეგეულა – ხიდის რეაბილიტაცია;
  • დიდი ატენი – უბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
  • ფუხაანთუბანი – არსებული შენობის რეაბილიტაცია და სპორტული დარბაზის მოწყობა;
  • პატარა ატენი – გოფრირებული მილების შეძენა, სარწყავი წყლის მოწყობა;
  • გარდატენი – უბანში სასმელი წყლის მოწესრიგება;
  • ჭეჭელაანთბანი ხიდის რეაბილოტაცია და გოფრირებული მილების შეძენა.

შერჩეული პროექტები მიმდინარე წელს დასრულდება, ამისათვის 10 – დან 20 000 ლარამდეა გათვალისწინებული.

დატოვეთ კომენტარი