ახალი ამბები

გორის სოფლებში უამინდობის გამო საგაზაფხულო სამუშაოები შეფერხდა

გორის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოები შეფერხდა. ამის შესახებ,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა.

“ასეთი სიცივეები მარტში დიდი ხანია არ ყოფილა. სოფლის მეურნეობაზე ამ ყველაფერს ცუდი გავლენა აქვს, რადგან თითქმის იწურება ხვნა-თესვის აგროვადები და ხალხმა უამინდობის გამო, ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ისეთი საგაზაფხული სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა სხვლა-ფორმირება, მოხვნა და ა.შ” , – განმარტავს მამუკა ლომსაძე.

მისივე თქმით, წელს გორის მუნიციპალიტეტში ვაშლის კარგ მოსავალს ელოდებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.