ახალი ამბები

მეჯვრისხევში სოფლის პროგრამის ფარგლებში სკვერი შემოიღობება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერი შემოიღობება. მოსახლეობამ აღნიშნული საკითხი სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეარჩია. 

მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში, გიორგი ნარიკაშვილი ამბობს, რომ სკვერი უნდა შემოიღობოს, რადგან ხშირია შინაური პირუტყვის გადაადგილება და შესაძლოა არსებული ინფრასტრუქტურა დაზიანდეს. 



“გვინდა რომ მყარი ღობეები გაკეთდეს სკვერის გარშემო, შინაური პირუტყვი შედის და ანაგვიანებენ იქაურობას. ასევე გვინდა მეჯუდის ხიდიდან გაკეთდეს გარეგანათების ბოძი, რადგან სკვერში განათება ჩავრთოთ”,
– გვითხრა ნარიკაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სკვერი გასულ წელს მოეწყო და სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 000 ლარამდე დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.