ახალი ამბები

გორიდან თბილისამდე მგზავრობა, სავარაუდოდ, 2 ლარით გაძვირდება

გორიდან თბილისამდე მგზავრობა, სავარაუდოდ, 2 ლარით გაძვირდება – ტარიფის ცვლილებაზე ტაქსის კომპანიებთან ერთად, ავტოსადგურშიც მსჯელობენ.

როგორც რადიო “მოზაიკას” ტაქსის კომპანიებმა უთხრეს, გორიდან თბილისამდე მინივენით მგზავრობა შეიძლება 7 ლარი გახდეს.

“ცალკეული კომპანიები არ გაზრდიან ტარიფს. თუ გაძვირება გადაწყდა, ერთობლივად შევთანხმდებით ფასზეც. ჩვენ მგზვრების ინტერესების გათვალისწინებასაც ვცდილობთ, თუმცა საწვავის გაძვირების გამო, შეიძლება მაინც მოგვიწიოს 2 ლარის მომატება”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ტაქსის ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა.

მგზავრობის საფასურის მოსალონდელ გაზრაზე რადიო “მოზაიკას” ავტოსადგურის დირექტორი ზურაბ ჭეჭელაშვილიც ესაუბრა.

“გორიდან 3 ლარად დავდივართ, თბილისიდან 4 ლარი ღირს, რადგან თბილისის ავტოსადგურმა ასე მოგვთხოვა. არ ვიცით, რა იქნება, მაგრამ საწავავის ფასმა თუ არ დაიწია, იძულებულები გავხდებით გავაძვიროთ, სხვანაიარად ვერ გამოვა, მაშინ მოგვიწევს გავჩერდეთ. ვფიქრობთ, 5 ლარამდე გავზარდოთ მგზავრობის საფასური”, – ამბობს ზურაბ ჭეჭელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საწვავის გაძვირების გამო, უკვე მოიმატა გორის მუნიციპალიტეტში მოძრავი ტრანსპორტის საფასურმა.

დატოვეთ კომენტარი