ახალი ამბები

ვითარება წმინდაწყლის გზაზე და გორის მერიის პასუხი

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში საავტომობილო გზა დაზიანებულია. ცხინვალის გზატკეცილზე, გზის სავალ ნაწილზე ორმოულებია. ამის გამო მძღოლებს უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირთ.

საშაურმეს მხრიდან თუ მიდიხარ პირდაპირ, პუშკინის ქუჩაზე ორმოს თუ არ ააცდინე, მანქანას ეჯახები და თუ ააცდინე ,იმხელა ამოთხრილია, გული დაგეწვება”, – აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ უსაფრთხოდ გადაადგილებას, აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნებიც ართულებს.

“მხოლოდ ორმოები? შუქნიშანია კატასტროფა, წითელი ანთია თუ მწვანე ყველამხრიდან მანქანა მოდის”, – ამბობს მარიამ ბუხრაძე.

“ყველაზე არარეგულირებადი შუქნიშანია და ამასთან ერთად დროულად გავლა რომ მოასწრო, ცხრათავიანი დრაკონი უნდა მოკლა რომ ორმოებს გადაურჩე”, – ამბობს მარი წკრიალაშვილი.

მოქალაქეების საპასუხოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებეან, რომ პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან.

“მერია ამ საკითხზე ინფორმირებულია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება და ორმოულების ამოვსება”, – ამბობენ მერიაში.

ინფორმაციისთვის, გზის ამ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც. მძღოლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.